192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით
2019-01-15 12:06:45

ერევანი,  14 იანვარი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა სრ პრემიერ-მინისტრად  არჩევასთან დაკავშირებით.
"თქვენო აღმატებულებავ,

ნება მიბოძეთ საქართველოს მთავრობის სახელით და პირადად მე  მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სომხეთი შეძლებს წარმატებით განახორციელოს პროგრესული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის შემდგომ განვითარებას და სტაბილურობას. საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან საქმეში.

იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დაფუძნებული კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.

თქვენო აღმატებულებავ,

მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენს მიმართ და გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვები", -  "არმენპრესის" უწყებით აცხადებს სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.