192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მანთაშოვის სახლის მფლობელს სურს, რომ სახლი შეძენილი იქნას სომხეთის რესპუბლიკის მიერ, მაგრამ სახლს ისეთი მაღალი ფასი ადევს მისი შეძენა ამჟამად რეალობას მოკლებულია: საქართველოში სრ საელჩო
2019-01-15 15:24:22

ცნობილი სომეხი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ალექსანდრ  მანთაშიანცის სახლის მფლობელმა ღია წერილით მიმართა სომხეთის მმართველ წრეებს, სადაც სთავაზობდა შეეძინათ სახლი.

ამის შესახებ Tert.am-თან საუბარში აღნიშნა საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან  კავშირის განყოფილების უფროსმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა.

 „სახლის მფლობელს სურს, რომ ის შეძენილი იქნას სომხეთის რესპუბლიკის მიერ და შემდგომში  გადაიქცეს საელჩოდ. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ  ფასი ისეთი მაღალია, ამჟამად შეუსაბამობაში დგას სომხეთის ფინანსურ საშუალებებთან.  სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია, ის უკვე დიდი ხანია გაყიდვაშია  და სახლის პატრონი უკვე მერამდენეჯერ წამოჭრის მისი სრ -ს მიერ შეძენის საკითხს.

საელჩო დიდი სიამოვნებით შეიძენდა არა მარტო მანთაშიანცის სახლს, არამედ ყველაფერს იმას, რაც თავის დროზე ეკუთვნოდა სომხებს და აშენებულია სომხების მიერ. არსებობს მარავალი ძველი შენობა, რომლებიც სომხებს ეკუთვნოდათ და სომხების აშენებულია, მრავალი მათგანი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობისაა. ბევრი დღეს გამოტანილია გასაყიდად, ზემოთმოხსენიებული სახლი კი ერთი იმათგანია,“- აღნიშნა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა.

სხვათაშორის, Tert.am-ის ინფორმაციით სახლი იყდება 10 მილიონ დოლარად.