N1H1 ვირუსით (ე.წ. „ღორის გრიპი“) განპირობებული გართულებებისაგან საქართველოში გარდაიცვალა უკვე 17 ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა, მაჩვენებლები ამ უკანასკნელი ორი კვირის განვალობაში შესამჩნევად შემცირდა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „გრუზიაOnline“.
„უმაღლესი დონე აღინიშნა დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა აღინიშნა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 277 შემთხვევა. გარდა ამისა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ადგენდა 41 %-ს.
იანვრის მეორე კვირაში ვირუსის მაჩვენებელმა შეადგინა 100 ათას მოსახლეზე 253 შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი შემცირდა 31 %-მდე“, - აღნიშნა გამყრელიძემ. მისი სიტყვებით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 46 %-დან შემცირდა 26%- მდე. გარდა ამისა შემცირდა სასწრაფო დახმარების გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიმართვის რიცხვიც. 14 იანვარს კი ცნობა გაავრცელეს „ღორის გრიპის“ გართულებით 10 თვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ.