192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისმა ცხოვრების დონით რომი და ჰონგ-კონგი ჩამოიტოვა
2019-01-16 01:22:26

მაგრამ, წლის განმავლობაში ცხოვრების დონის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუარესდა.

საქართველოს დედაქალაქი რეიტინგშიცხოვრების დონის ინდექსი 2019" მსოფლიოს 226 ქალაქს შორის 172- ადგილზე განთავსდა, მონაცემები კვლევითმა პორტალმა Numbeo- გამოაქვეყნა. ამის შესახებ იუწყება სპუტნიკი საქართველო.

ასე რომ, საქართველომ საკუთარი პოზიციები 37 ერთეულით გაიუარესა. 2018 წლის ინდექსში თბილისი 135- ადგილზე იყო.

ამჯერად რეიტინგში საქართველოს მეზობლები არიან ინდური გურგაონი (171- ადგილი) და სანტიაგო (173- ადგილი, ჩილე).

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან თბილისს თურქეთის სამმა ქალაქმა გაუსწრო - ბურსამ (90- ადგილი), იზმირმა (138- ადგილი) და ანკარამ (149- ადგილი).

რაც შეეხება რუსეთს, ცხოვრების დონით საუკეთესო ნიჟნი ნოვგოროდი (109- ადგილი) აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგი რეიტინგის 182- ადგილზეა, მოსკოვი კი 191- ადგილზე აღმოჩნდა.

თბილისმა გაუსწრო აგრეთვე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს (197- ადგილი), თუმცა დაუთმო ერევანს (167- ადგილი).

ცხოვრების დონით საუკეთესო ქალაქების ხუთეულში შევიდა კანბერა (კანადა), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ამერიკული ქალაქი როლი, ადელაიდა (ავსტრალია) და ციურიხი (შვეიცარია).

რომს (იტალია) 180-, ჰონგ-კონგს (ჩინეთი) კი 196- ადგილი ერგო.

რეიტინგის აუტსაიდერები გახდნენ მანილა (ფილიპინები), პეკინი (ჩინეთი), დაკა (ბანგლადეში), ლაგოსი (ნიგერია) და კარაკასი (ვენესუელა).

Numbeo- ექსპერტებმა ქალაქების რეიტინგი ცხოვრების ხარისხის მიხდევით შეადგინეს, რომელიც რვა ინდექსს ეყრდნობოდა: მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ცხოვრების ღირებულება, ფასების თანაფარდობა მოსახლეობის შემოსავლებსა და უძრავ ქონებას შორის, სატრანსპორტო დატვირთულობა, გარემოს დაბინძურება, კლიმატი.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.