Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-20 12:35:37
საერთაშორისო
აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა
სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი. ბობოხიძემ პროტესტის ნიშნად მათ წყალი შეასხა. „ევროპული საქართველოს“ წევრები საქართველოში სესიის ჩატარებას, ასევე სესიაში მონაწილეობის მიზნით ორგანიზაციის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და მის მიერ სესიის პარლამენტის სპიკერის ადგილიდან წაყვანას აპროტესტებენ.