192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ-მინისტრის მოადგილე ავინიანმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაციასთან განიხილა ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები
2019-01-18 13:16:18

სრ ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) სომხეთის წარმომადგენლობის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი შეინ როზენთალი.

როგორც იუწყებიან  ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანის კანცელარიიდან, შეინ როზენთალმა აღნიშნა, რომ ა წელს აზიის განვითარების ბანკი დააამტკიცებს სომხეთთან პარტნიორობის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც ჰარმონიაში იქნება ახალი მთავრობის განვითარების სტრატეგიასთან, რისთვისაც კონსულტაციები ჩატარდება მთავრობის დაინტერესებულ უწყებებთან.  მან დასძინა, რომ პარტნიორობის სტრატეგიაში აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ურთიერთკავშირზე, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ფინანსურ მხარდაჭერაზე.

საუბარი შეეხო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მიმდინარე სამუშაოებს, პროექტის განხორციელებისას კონტრაქტორებთან წარმოქმნილი პრობლემების უფრო ეფექტურად გადაჭრის გზებსა და დერეფნის მშენებლობის შემდგომ მიმდინარეობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის ფორმატში სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.