192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა - სომხეთში გაზის ტრანზიტის ბედი
2019-01-21 11:06:18

საქართველოს პრემიერმა საქართველოს გავლით სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

სპუტნიკი საქართელოს ინფორმაციით, საქართველო არ აპირებს უარის თქმას სატრანზიტო ფუნქციაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბრისას რუსულ კომპანიაგაზპრომთან“, რომელიც ქართული ტერიტორიის გავლით სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის.

საქართველო დაგაზპრომისომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. მანამდე ქართული მხარე ტრანზიტის საფასურს ბუნებრივი აირის სახით იღებდა. ახალი ხელშეკრულება ორი წლის ვადით დაიდო - პირველ წელს საქართველო საფასურის ნაწილს ბუნებრივი აირის სახით იღებდა, მეორე წელს კი საფასური მთლიანად ფულადი სახის გახდა. შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს სატრანზიტო ფუნქციით და ასე გავაგრძელებთ, რადგან ეს ჩენს ინტერესებშია. რაც შეეხება ხელშეკრულებას, იმ შემთხვევაში, თუგაზპრომთანახალი ხელშეკრულება გაფორმდება, ეკონომიკის სამინისტრო მას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს ჩვენი მედიის საშუალებით“, - განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს 2017 წლიდან აღარ ყიდულობს. ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.

რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული კონტრაქტი ყოველწლიურად 2,5 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს.