192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშიანიანი დავოსში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “დემოკრატიის მომავლის ჩამოყალიბებით“
2019-01-21 12:30:57

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი როგორც მომხსენებელი 2225 იანვარს დავოსში გასამართ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ერთ–ერთ პანელურ განხილვაში. როგორც იუწყება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური ვებ-გვერდი, ფაშინიანი, როგორც მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: "დემოკრატიის მომავლის ჩამოყალიბებით".
20 იანვარს ნიკოლ ფაშანიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრა. ფორუმის ფარგლებში გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები სხვა სახელმწიფოს მეთაურებთან,  საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან. დავოსში ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების (IGWEL) არაფორმალურ შეხვედრაში და მსოფლიო სამოქალაქო ფორუმში. შვეიცარიის ქ.ციურიხში გათვალისწინებულია სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის  შეხვედრა შვეიცარია–სომხეთი სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან და შვეიცარელ ბიზნესმენებთან.