192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ჯეოსელი“ და „მაგთი“ მომსახურებას აძვირებენ
2019-01-21 11:34:24

1 მარტიდან ჯეოსელის აბონენტებს მომსახურების საფასური გაეზრდებათ. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის ზრდა უკავშირდება გარკვეული სერვისების გაფართოებას, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას.

1 მარტიდან ჯეოსელის აბონენტებს მობილური სერვისის „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი დაუჯდებათ. „ახალი პაკეტი მეტი M“-ის საფასური15 ლარი გახდება,10 -ის ნაცვლად. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან 25 ლარის ნაცვლად30 ლარი ეღირება,

კომპანია „მაგთის“ თანახმად კი, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ის ნაცვლად, განახლებულ 30 - ლარიან პაკეტს მიიღებს. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

ორივე კომპანიის განცხადების მიხედვით, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

კომპანიები შემოიღებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურსაც, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი ეღირება. ნომრის მომსახურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში აბონენტის ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, არ გაუქმდება და მომსახურება შეუზღუდავად იქნება ხელმისაწვდომი.