192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერ­თმა­ნეთს 20-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა
2019-01-21 13:48:49

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე ერ­თმა­ნეთს 20-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ველ­მა აც­ნო­ბა, ამის მი­ზე­ზი გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ლი­პყი­ნუ­ლია. მისი თქმით, გზა იმ­დე­ნად მოყი­ნუ­ლია, რომ მან­ქა­ნებს უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირთ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, რის გა­მოც გზა­ზე დაყ­რი­ლი მა­რი­ლის შე­წო­ვა ვერ მო­ეს­წრო და მან­ქა­ნე­ბი მო­ცურ­და. მა­თი­ვე თქმით, მოძ­რა­ო­ბა ნელი სვლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოძ­რა­ო­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს."ავა­რია ფიქ­სირ­დე­ბა სამ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­ბო­ლო ჯამ­ში ოცზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლია შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. მა­რი­ლი დაყ­რი­ლია გზა­ზე, თუმ­ცა ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და და მა­რი­ლის შე­წო­ვა ვერ მო­ეს­წრო, რის გა­მოც მო­ცურ­და მან­ქა­ნე­ბი. ამ ეტაპ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან", -აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.