192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მოქმედების გეგმა შთამბეჭდავია: პიოტრ სვიტალსკი
2019-01-21 15:57:37

სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირების საქმიანობის პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. ამის შესახებ  განაცხადა „მედიამაქსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ.

მისი სიტყვებით, დღისათვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებიდან თითქმის ერთ  მესამედთან  შეთანხმება  რატიფიცირებულია. ხოლო დანარჩენებთან ეს პროცესი საკმაოდ წინ არის წაწეული.   „ევროპარლამენტის მიერ სრ-ეკ  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ რაიმე მოთხოვნები არ არის წამოყენებული.აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ შეთანხმების დებულებების განხორციელება, რადგანაც მათი 80 პროცენტი უკვე ძალაშია შესული.

სომხეთის მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი ძალიან შთამბეჭდავია.

ის 100 გვერდზე მეტია,  რომელიც მოიცავს მთავრობის მიერ დაგეგმილ  300 პრაქტიკულ ნაბიჯს.  დღეისათვის სომხეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ მთელი ენერგიით, რათა მიღებული შედეგი იყოს დამაკმაყოფილებელი.  დოკუმენტი მიღებული იქნება უფრო მოგვიანებით, გაზაფხულის დასაწყისში, მაგრამ ჩვენ დღესაც  მზად ვართ  ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“,-აღნიშნა პიოტრ სვიტალსკიმ.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.