192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ჭკვიანმა კამერებმა" ტექდათვალიერების არგავლის გამო ოთხ დღეში ათასობით მძღოლი დააჯარიმა
2019-01-21 17:40:20

ტექინსპექტირების პროცესშიჭკვიანი კამერების" ჩართვის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა რამდენჯერმე გაიზარდა

,,სპუტნიკ საქართველოს“ ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის 14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით 6 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, იუწყება ტელეკომპანია ,,იმედი“ საქართველოს შინაგან სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

14 იანვრიდან .. „ჭკვიანი კამერები" ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი.. ჭკვიანი ვიდეოკამერა. ამ დროისთვის ვიდეოკამერები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

ჩვენი მიზანი იყო აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა. ხშირად იყო შემთხვევები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო - სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.