192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა ციურიხში ბიზნესმენებთან ერთად განიხილა სომხეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მიმართული საკითხები
2019-01-22 12:13:15

სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ციურიხში შეხვდა ბიზნესმენთა ჯგუფ,  რომლებთანაც განხილულ იქნა სომხეთში  სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებიგანხორციელები შესაძლებლობები. ამის შესახებ იუწყება პრემიერ-მინისტრის აპარატი.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრ, შვეიცარია–სომხეთი სავაჭრო პალატის პრეზიდენტ მაიქ ბარონიანთან ერთად განიხილეს ფარმაცევტულ სფეროში სომხეთში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები. მაიქ ბარონიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ერევანში კომპანია დაკავებულია ნედლეულის გადამუშავებით, და მათი მიზანია, სომხეთში წამლების წარმოების ორგანიზება და ექსპორტის განხორციელება. გათვალისწინებულია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება, მაღალი ხელფასებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მაიკ ბარონიანმა პრემიერმინისტრს ასევე წარუდგინა უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ენერგიის წარმოებასა და სპილენძის გადამუშავებასთან დაკავშირებული სხვა საინვესტიციო პროექტები.

შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ჰანს შვეიკარდმა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელს  წარუდგინა მზის ენერგიის წარმოების მსხვილი საინვესტიციო პროგრამა.

ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდა ბიზნესმენთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს კომპანია "ფრანკ მიულერ"–ის პრეზიდენტი, შვეიცარიის ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ვარდან სრმაქეში. შეხვედრის დროს  განიხილეს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სამშენებლო, საბანკო, საიუველირო, საათების და პროფესიული განათლების სფეროში რიგი საინვესტიციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.