192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თუ მზად ხარ ნაბიჯის გადასადგმელად, მაშინ ჩამოდით სომხეთში, გამდიდრდით და სხვებიც გაამდიდრეთ: მოუწოდებს ფაშინიანი შვეიცარიელ ბიზნესმენებს
2019-01-22 16:52:43

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ -მინისტრს  ციურიხში სამუშაო სადილი ჰქონდა შვეიცარია-სომხეთის სავაჭრო პალატის არმომადგენლებთან და შვეიცარიელ ბიზნესმენებთან. როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, შეხვედრას ესწრებოდა  შვეიცარიის ეროვნული საბჭოს  ყოფილი თავმჯდომარე დომინიკ დ’ ბუმანი.

პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტები, მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამუშავებული საკვები და სასმელი, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა.

"სომხეთის ხელისუფლება მზად არის, გააუმჯობესოს მისი კონკურენტუნარიანობა საწარმოო სექტორში.
კონკურენტუნარიანი უნდა ვიყოთ ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებისათვის სამრეწველო პროცესებში. მაღალტექნოლოგიები  გახდება სამრეწველო განვითარების სტიმულირებისა და ყოვლისმომცველი ზრდის გარანტია.

მრეწველობა საკმაოდ მრავალფეროვანია. კონკურენტუნარიანი სფეროებია: ტექსტილი, ფეხსაცმლის წარმოება, ფარმაცევტიკა, ბიოტექნოლოგიური, ელეგანტური სამკაულებისა და საათის წარმოებანი. სომხეთს დიდი პოტენციალი გააჩნია მაღალ ტექნოლოგიებსა და საინჟინრო სფეროებში“, -ხაზი გაუსვა ფაშინიანმა.

მან დაწვრილებით გამოკვეთა  სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ვალდებულებანი ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების განვითარების უზრუნველსაყოფად.

მიიწვია რა ბიზნესმენები სომხეთში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ გვყავს პოტენციალი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები და გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ გავხდეთ რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური მოთამაშე.

თუ მზად  ხარ  ნაბიჯის გადასადგმელად,  მაშინ ჩამოდით სომხეთში, გამდიდრდით  და სხვებიც გაამდიდრეთ:  მოუწოდებს ფაშინიანი შვეიცარიელ ბიზნესმენებს.