192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუქსემბურგისა და ეგვიპტის პრემიერ-მინისტრებს
2019-01-23 11:26:51

სრ  პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანს  დავოსში მიმდინარე საერთაშორსიო ეკონომიკური ფორუმის  ფარგლებში მოკლე  შეხვედრა ჰქონდა  ბრაზილიის პრეზიდენტ  ჟაირ  ბოლსონარუსთან,  ლუქსემბურგის პრემიერ-მინსიტრ ქსავიე ბეთელთან და ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ  მუსტაფა  მადრულთან.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციისა  და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გადმოცემით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშანიანმა  და ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ  ბოლსონარუმ განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები გ. მათ მაღალი შეფასება მისცეს სომხურ-ბრაზილიურ მეგობრულ ურთიერთობებს და ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის სფეროების გაფართოების საკითხს.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან  საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხებს.  ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და სავაჭრო- ეკონომიკურ კავშირებს. ამასთან დაკავშირებით მხარეებმა ილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის მთავრობების ურთიერთობათა გააქტიურების აუცილებლობისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ირგვლივ.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრთან მუსტაფა მადბულისთან შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.  ნიკოლ ფაშანიანმა და მუსტაფა მადბულიმ ხაზი გაუსვეს ბიზნეს ფორუმების ჩატარების აუცილებლობას, რომლის დროსაც განიხილება ერთობლივი საინვესტიციო პროგრამების პრაქტიკული შესაძლებლობები და მიმართულებები. მოსაუბრეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ეგვიპტეს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას. როგორც მუსტაფა  მადბულიმ აღნიშნა, ამ საქმეში მოელის სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას.