192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შსს-მ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა
2019-01-23 11:37:42

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

23 იანვარი, 2019 წელი, ამბები.გე :   "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი თა­მაზ (გეგა) გე­გე­ში­ძე, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვა, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მო­წო­დე­ბა­ზე უა­რის თქმის გამო, კონ­ფლიქ­ტის შემ­სწრე პი­რე­ბი და­ი­კი­თხნენ მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 11 იან­ვარს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, თა­მაზ გე­გე­ში­ძემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა სპორ­ტსმენ ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე და 239-ე მუხ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.