შვედეთის პარლამენტი არ დააყოვნებს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციას. ამის შესახებ განაცხადა სომხეთში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა, ერევანში სრ ეროვნული კრების თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე.
სრ ეროვნული კრების უწყებით, სომხეთის ეროვნული კრების ხელმძღვანელმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანია და მისი გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და ამ საკითხის მოგვარება ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. "ძნელია მოლაპარაკება მხარესთან, რომელიც მუდმივად იმუქრება ომით და სიძულვილის პროპაგანდას ახდენს. ეს არა მხოლოდ ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესში, არამედ წარმოშობს ახალ პრობლემებს", - განაცხადა არარატ მირზოიანმა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა შვედეთის რიგსტაგს სომეხთა გენოციდის დაგმობის რეზოლუციის მიღებისათვის.
ელჩმა თიდესტრომმა აღნიშნა, რომ შვედეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში და მზად არის შემდგომშიც მხარი დაუჭიროს ახალი ინიციატივების განხორციელებას.