192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში ჩატარდება პირველი ფორუმი „ავრორა“
2019-01-23 15:33:44

2019 წლის 14-21 ოქტომბერს  სომხეთში ჩატარდება პირველი ფორუმი „ავრორა“, რომელიც გააერთიანებს ჰუმანიტარულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო  ტექნოლოგიურ  ინოვაციური სფეროს მსოფლიში  წამყვან ექსპერტებს.

როგორც  ფონდ  IDEA- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იუწყება, ღონისძიების მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ექნებათ შეადარონ მათი მიდგომები, გამოცდილებები და მიღებული ცოდნა. უფრო მეტიც , წარმოადგინონ რევოლუციური  იდეები, დაწყებული  ინფრასტრუქტურული გამოწვევებით, დამთავრებული ჯანდაცვის სფეროს ინოვაციებისა  და ქალთა უფლებების საკითხამდე.  

ღონისძიების პროგრამა მოიცავს    პრემია „ავრორას“ მეოთხე დაჯილდოების ცერემონიას, მეორე გლობალურ ინოვაციურ  ფორუმს, საგანმანათლებლო ფორუმსა და დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯის დაარსების მე-5-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღია ლექციებს, ისევე როგორც რამდენიმე მრგვალ მაგიდას, დისკუსიებს და რა თქმა უნდა კულტურულ ღონისძიებებს. ფორუმი დასრულდება ერევანში გამართული  გალა-კონცერტით.