192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანი სომხეთის მთავარ გამოწვევად განიხილავს დემოკრატიის ეკონომიკურ განმტკიცებას
2019-01-24 10:00:59

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მთავარ გამოწვევა დემოკრატიის ეკონომიკური  განმტკიცებაა. ამის შესახებ დავოსში თემაზე "დემოკრატიის მომავლის ფორმირება" დისკუსიის დროს განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა.

დებატების წამყვან მარტინ ვოლფის კითხვაზე პასუხად ნიკოლ ფაშინანმა აღნიშნა, რომ სომხეთში ერთი თვის წინ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რაც შეფასდა, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე. "ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ დემოკრატიაში, მაგრამ ასევე გვაქვს დიდი გამოწვევები, რომელთაგან მთავარი ჩვენი დემოკრატიის ეკონომიკურად განმტკიცებაა. თქვენ იცით, რომ არსებობს პატარა, საშუალო ბიზნესი, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ახალი კატეგორიის შექმნას, როგორიცაა მიკრო ბიზნესი და მას გავათავისუფლებ გადასახადებისგან, იმ იმედით, რომ დავეხმარებით ჩვენს ხალხს, დავანახებთ  მათ, რომ მხოლოდ ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი სიღარიბის გადალახვაზე, არამედ თავადაც უნდა გააკეთონ რაღაც. იმედი გვაქვს, რომ მოვიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებს, რადგან შევძელით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დავადგეთ რეალურ კანონების მოთხოვნებ და ვაპირებთ სისტემატურად გავამარტივოთ იგი, რათა მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ "-განაცხადა მან.