192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არცახი "GEO"–ს გვერდებზე
2019-01-24 12:27:01

ცნობილმა ფრანგულმა ფერწერულმა ჟურნალმა "GEO" 2018 წლის დეკემბრის თვის ნომერში არცახის რესპუბლიკის  (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა) შესახებ 16-გვერდიანი ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა.

პატრიკ ბუათეის თქმით, არცახი მიწაა, რომელიც აერთინებს სომეხი ხალხის ისტორიას და მდიდარია მისი ძველი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ძეგლებით.

ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მან წარმოადგინა ეკონომიკური განვითარების საშუალო წლიური დონე, მისცა რა მას  მაღალი შეფასება და კონკრეტულად აღნიშნა სამთო და ენერგეტიკის სფეროები, რომელიც ხელს უწყობს ამ დონეს.

ავტორი ასევე შეეხო ადგილობრივი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონეს, ხაზი გაუსვა რა შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრის "თუმოს" საქმიანობის მნიშვნელობას.

რეგიონული განვითარების ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორებიდან ერთ–ერთად ბუათემ მიიჩნია ბლოკადა აზერბაიჯანის მხრიდან, მხედველობაში მიიღო რა ის, რომ სტეფანაკერტში აშენდა თანამედროვე აეროპორტი, მაგრამ არც მგზავრების გადაყვანა და არც კომერციული ფრენები არ ხორციელდება აზერბაიჯანიდან ღია მუქარის გამო. აზერბაიჯანი გარკვეულწილად აფერხებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასაც, კერძოდ: ევროკავშირის ქვეყნებს არწმუნებს, რომ არ შეიძინონ არცახში დამზადებული პროდუქცია. ავტორის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად მთიანი ყარაბაღი განაგრძობს  ტურისტების მოზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.