192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის მომავლის მიმართ სომეხი ხალხის მოლოდინი და მისწრაფებები ძალზე ოპტიმისტურია. არმენ სარგსიანმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ CFI- ს
2019-01-24 12:53:06

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Capital Finance International თავის ბოლო ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან, უწოდა რა მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყნის ხელმძღვანელებიდან ერთ–ერთი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში ადგილის მქონე ხავერდოვან რევოლუციას, თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ განვითარებას და რისკებს.

არმენ სარგსიანმა, რევოლუციის მიზეზების გათვალისწინებით, ისაუბრა მომავლის აშენების შესახებ მისი ხედვის თაობაზე. "რაც ჩვენ გვჭირდება სომხეთში არის კანონი და წესრიგი, ისევე როგორც რაც შეიძლება ნაკლებად მექრთამეობა. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური განვითარების სწორი აღქმა და პროგრამა ჩვენი მიზნების მისაღწევად, საგადასახადო კანონმდებლობიდან დაწყებული და სხვა სფეროებით დამთავრებული. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მარტივი მართვა, ნაკლებად ბიუროკრატია და მეტი პროგნოზირება. ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანა სტაბილურია არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ და მომდევნო დღეებშიც. ხალხი, ბიზნეს სექტორი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ქვეყანა 5 ან 10 წლის განმავლობაში იქნება პროგნოზირებადი და რომ ყველა გაიგებს, თუ საით მიდის სომხეთი, როგორი სამართლებრივი სისტემით და საგადასახადო კანონმდებლობით. მხოლოდ ეს შექმნის ისეთ გარემოს, რომელიც სტიმულს მისცემს ხალხს, რომ ინვესტირება მოახდინონ თავიანთ მომავალზე", - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნის მომავლის მიმართ ხალხის მოლოდინი და განწყობა ძალზე ოპტიმისტურია.