192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
"ძებნაში გამოცხადებულები" - გზისთვის უვარგისად ცნობილი მანქანები პატრულის "სამიზნე" ხდება
2019-01-24 13:28:26

24 იანვარი, 2019 წელი, ამბები.გე    „გზის­თვის უვარ­გი­სად აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი „ძებ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლად“ ცხად­დე­ბა“. ამის შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვაჟა იორ­და­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 14 იან­ვრის ჩათ­ვლით, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 21 276 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ი­ა­რა, სა­ი­და­ნაც გა­მარ­თუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა 11 666 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას და­ხარ­ვეზ­და 9,613 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით და­ხარ­ვეზ­და 189. 75 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და­უშ­ვებ­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი.

ინ­სპექ­ტი­რე­ბა­ზე და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ჯდე­ბი­ან გა­უ­მარ­თა­ვებ­ში, უბ­რა­ლოდ იქ თუ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ვადა, ამ 30 დღე­ში მათ უფ­ლე­ბა აქვთ შე­ა­კე­თონ ავ­ტო­მო­ბი­ლი და ხარ­ვე­ზი გა­მო­ას­წო­რონ. 

არსებობს ასევე სტატუსი - „გზაზე გადაადგილება ეკრძალება“, რომელსაც ინსპექტირების ცენტრი განსაზღვრავს და ანიჭებს ავტომობილს. ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბაზაში როგორც ძებნის სტატუსის მქონე აისახება და მათ შემთხვევაში ცალკე ადმინისტრირების მექანიზმი მოქმედებს. პატრულისთვის ასეთი ავტომობილები არის როგორც „ძებნაში გამოცხადებული ავტომობილები“, რომელთა ქუჩებში გადაადგილებაც მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ისინი ან ევაკუატორით უნდა გადაადგილდებოდეს ან საერთოდ არ მოძრაობდეს. თუ საპატრულო ეკიპაჟი ასეთ ავტომობილს აღმოაჩენს, მას სავარაუდოდ საჯარიმოზე გადაიყვანს,“-აღნიშნავს იორდანიშვილი.