192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი და სინგაპური განავითარებენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში: ნიკოლ ფაშინიანმა სინგაპურში ვიზიტის მოწვევა მიიღო
2019-01-24 14:26:52

სომხეთის რესპუბლიკის  პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დავოსში შეხვდა სინგაპურის ვიცე პრემიერს  თარმან შანმუხარათნამს. როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია  სინგაპურთან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაში და  სინგაპურის  გამოცდილება სამაგალითოა  მისი ქვეყნისთის.
პრემიერ მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკური კავშირის გაღრმავებას, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაფართოებს, ბიზნესმენთა შორის ურთიერთანამშრომლობას.  სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეეხო აგრეთვე ამ ბოლო დროს სომხეთში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისადმი გადადგმულ ნაბიჯებს  და  საჭიროდ მიიჩნია სინგაპურს მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია ბიზნესს ინვენსტიციების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.
კერძოდ საუბრის მონაწილეები შეეხნენ სომხური საქონლის: კონიაკის, ღვინოს, ლუდის, წვენების და სხვა გადამუშავებული პროდუქტის სინგაპურში გატანის საკითხს.

თარმან შანმუხარათნამმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ამ ბოლო დროს სომხეთში მიმდინარე დადებითი ცვლილებებიდან გამომდინარე,  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან თანამშრომლობის  განვითარების საკითხს. მან ნიკოლ ფაშინიანს გადასცა მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მისაწვევი, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, ახალ სულს შთაჰბერავს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.