192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ლიტვის პრეზიდენტს, სლოვაკეთის, ესპანეთის, საქართველოს პრემიერ-მინისტრებსა და ბელგიის მეფეს
2019-01-25 11:11:55

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რიგი შეხვედრები გამართა.

სომხეთის მთავრობის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანმა და ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტ განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო სომხეთ-ლიტვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებ განვითარებას, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, მათ შორის ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში.
ნიკოლ ფაშნიანმა მნიშვნელობა მიანიჭა ევროკავშირის ქვეყნების მხრივ უმოკლეს დროში CEPA- რატიფიცირება.
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინანმა სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარე პიტერ პელეგინთან შეხვედრაზე განიხილა სომხეთ-სლოვაკური ურთიერთობების განვითარების და ურთიერთთანამშრომლობის სხვა საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის გადასაცემად.

პეტერ პელეგრინმა ასევე შეატყობინა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ვიზიტი სომხეთში, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების საკითხი სლოვაკეთის პარლამენტის დღის წესრიგშია და პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.
ნიკოლ ფაშინიანმა ხანმოკლე შეხვედრები გამართა ბელგიის მეფე ფილიპთან, ესპანეთის და საქართველოს პრემიერ–მინისტრებთან, პედრო სანჩესთან და მამუკა ბახტაძესთან.