192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, აბანო მე-18 საუკუნეშია აგებული
2019-01-25 12:37:41

"სპუტნიკი საქართველოს"  ინფორმაციით, ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნის აბანოები აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ისტორიული აბანოები რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ აღმოაჩინეს.

ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო, არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, - ამბობს ციალა შავაძე.

ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

ეს, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან, სავარაუდოდ, აბანოს ორთქლი გადიოდა“, - განმარტა სამცხეჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველმა ჯუმბერ ჩოხელმა.

ჩოხელის თქმით, მსგავსი ტიპის აბანო რაბათშიც არის, თუმცა ის უფრო დიდი ზომისაა.