192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დავოსში მიმდინარე დისკუსიებში
2019-01-25 12:59:11

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე სახელწოდებით "მსოფლიო გლობალიზაციის  პერიოდში". ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე კლაუს შვაბი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.

როგორც იუწყებიან სრ მთავრობიდან, ნიკოლ ფაშინიანმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა თემაზე "ევროპის გარდამტეხი მომენტი". ამის ფარგლებში მოხსენებებით გამოვიდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და  გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიე.