192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა დაამტკიცა, რომ ის შემდგარი ორგანიზაციაა: ნიკოლ ფაშინიანი
2019-01-25 14:16:07

სამუშაო  ვიზიტით  რუსეთის ფედერაციაში  მყოფი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ცენტრალურ ოფისს. როგორც იუწყებიან სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ნიკოლ ფაშინიანი იქ სიტყვით გამოვიდა 2019 წელში ორგანიზაციის თავმჯდომარეობის რუსეთიდან სომხეთზე გადასვლასთან   დაკავშირებით.
როგორც  ფაშინიანმა აღნიშნა,  ამ წლეების განმავლობაში ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა  დაამტკიცა, რომ ის უკვე შემდგარი ორგანიზაციაა. ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებში აღინიშნა დადებითი დინამიკა, ევრაზიის ინტეგრირების მრავალ მიმართულებით მიღებული იქნა მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე  ნიკოლ ფაშინიანმა წაიკითხა და ხელი მოაწერა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისადმი მიმართულ წერილს“.
იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკას დაეკისრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ორგანოების:   ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს,  ევრაზიის მთავრობათაშორისო საბჭოს და  ევრაზიის ეკონომიკური კომისიის  საბჭოს თავმჯდომარეობა ნიკოლ ფაშინიანმა აღნშნა, რომ ევრაზიის  ეკონომიკური კავშირის წარმატებული ინტეგრირებული ორგანიზაციაა. მიუხედავად პირველი წლის სიძნელეებისა, ამჟამად ის  დადებით ძვრებს განიცდის. ფაშინიანის სიტყვებით,  წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიშურონ ძალსიხმევა ორგანიზაციის ინტეგრირების განვითარებისათვის.