192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მორის ყვითელაშვილი ევროპის საუკეთესო მოციგურავეთა ათეულშია
2019-01-29 00:45:35

,,სპუტნიკ საქართველოს” ინფორმაციით ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე შემაჯამებელ ოქმში მე-10 ადგილი დაიკავა.

თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ 146,75 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა. ეს შედეგი ყვითელაშვილის პირად რეკორდზე 11,89 ქულით ნაკლებია. წარუმატებელი მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მე-15 პოზიციაზე იყო, თუმცა კარგად შესრულებულმა თავისუფალმა პროგრამამ მას საბოლოო 219,79 ქულა მოუტანა და ევროპის საუკეთესო მოციგურავეთა ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც კონტინენტური პირველობა კარიერაში პირველი გახდა, 23- ადგილი დაიკავა.