192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმიის დღესთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია „ერაბლურის“ პანთეონს
2019-01-29 11:02:29

არმიის დღესთან  დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი  და  პრეზიდენტი არმენ  სარგსიანი ეწვივნენ „ერაბლურის“ სამხედრო პანთეონს  და პატივი მიაგეს აქ დაკრძალული  ჯარისკაცების  ხსოვნას, რომლებმაც  სიცოცხლე არ დაიშურეს სამშობლოსათვის.
როგორც  გვაცნობეს  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის  აპარატიდან, პრემიერ-მინისტრმა ყვავილებით  შეამკო  მთავარსარდლების  ვაზგენ  სარგსიანისა და ანდრანიკ ოზანიანის საფლავები.  გვირგვინები  მიიტანა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და დაღუპულ  გმირთა ხსოვნის უკვდამყოფ მემორიალურ კომპლექსთან.
იმავე დღეს ნიკოლ ფაშინიანი გაეცნო „ერაბლურის“ სამხედრო  მუზეუმის სამშენებლო პროექტს და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.