192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერთადერთი ქართველი მეზღვაური გოგონა, რომელმაც ეკვატორი გადაკვეთა
2019-01-29 11:30:01

28 იანვარი 2019 წელი, ამბები გე:  26 წლის ბა­თუ­მე­ლი ნა­თია ლა­ბა­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი ქა­ლია, ვინც შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში მსა­ხუ­რობს და ვინც 2015 წლის 18 აგ­ვის­ტოს გა­დაკ­ვე­თა ეკ­ვა­ტო­რი, რის შემ­დე­გაც "ნამ­დვილ მე­ზღვა­უ­რად" მო­ი­ნათ­ლა. ნა­თია ბავ­შვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­და, რომ ოდეს­მე დიდ ნა­ოს­ნო­ბა­ში წა­ვი­დო­და, მოგ­ზა­უ­რო­ბა და მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სია ყო­ველ­თვის იზი­დავ­და. ამი­ტო­მაც არ შე­უ­შინ­და, და­ენგრია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ქა­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კარ­გი მე­ზღვა­უ­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში ზოგი რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობს, ზოგი - რაზე. მე მე­ზღვა­უ­რო­ბა ან პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა მინ­დო­და, რად­გან ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა მე­ზღვა­უ­რი და სამ­ხედ­რო იყო. მა­მა­ჩე­მის მხრი­დან თით­ქმის ყვე­ლა მე­ზღვა­უ­რია. მარ­ტო ჩვენს ოჯახ­ში სამ­ნი მე­ზღვა­უ­რე­ბი ვართ - მამა, მე და ჩემი ძმა. მხო­ლოდ დე­დაა სხვა პრო­ფე­სი­ის - პე­და­გო­გი. რო­გორც დე­დი­კო ამ­ბობს, პა­ტა­რა­ო­ბა­ში ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვყო­ფილ­ვარ, ყველ­გან დავ­ძვრე­ბო­დი თურ­მე და არაფ­რის მე­ში­ნო­და. ალ­ბათ ამ გა­ბე­დუ­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.შიში, რომ რა­ღა­ცას ვერ შეძ­ლებ და გა­ა­კე­თებ, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­უფ­ლოს, მაგ­რამ ეს შიში უნდა გა­და­ლა­ხო. იოლი არ არის, რო­დე­საც თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მი­დი­ხარ მარ­ტო, ყვე­ლა უცხოა შენ­თვის, ერთი ქარ­თვე­ლიც კი არ გყავს გვერ­დით, მაგ­რამ თუ გაქვს მი­ზა­ნი, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არა­ნა­ი­რი გზა არ უნდა გაფრ­თხობ­დეს...