192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
"ეს არის საშინელება... გახარებულები ჩაქუჩებით ამტვრევენ"
2019-01-29 11:43:17

29 იანვარი, 2019 წელი, ამბები გე: ფოთში ბაზარის შიდა და მიმდებარე პერიმეტრზე ჯიხურებისა და გარემოვაჭრეთა ე.წ. დახლების აღების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება მოვაჭრეთა ნაწილი, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახლების აღების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს და არც გაუფრთხილებიათ. „მოვიდნენ და დაიწყეს დახლების დაშლა. ეს არის საშინელება. ადამიანობის არაფერი გააჩნიათ, ჩაქუჩებით გახარებულები ამტვრევენ. ზაფხულში გვეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა შემოვლა. მოსულიყვნენ გუშინ და გავეფრთხილებინეთ თუ ამას აპირებდნენ. ახლა რა უნდა ვქნათ და რითი ვიარსებოთ?“, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოვაჭრე მარინა რუხაძემ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ.
ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.