192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირი დაამატებს სომხეთისათვის გამოსაყოფ ფინანსურ დახმარებას, 2018 წლის მოვლენების "წახალისების" მიზნით
2019-01-29 15:00:53

ევროკავშირის მიერ სომხეთისათვის გაწეული ფინანსური დახმარება შეიძლება გაიზარდოს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბრ მნაცაკანიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე კომისარმა იოჰანეს ჰაანმა.

"დღეს, 300 მილიონი ევროს პროექტები ხორციელდება და კიდევ 100 მილიონი ევროპროექტები "გზაშია". ენერგო სექტორში კრედიტისა და გრანტების ხარჯზე 800 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიციია ჩადებული", - განაცხადა იოჰანნეს ჰანმა.

კითხვაზე, სომხეთში 2018 წლ მოვლენებმა იქონია თუ არა გავლენა სომხეთისათვის ფინანსური დახმარების გაზრდის გადაწყვეტილებაზე,  ევროკომისიის კომისარმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, 2019 წელს იქნება დამატებითი მხარდაჭერა, გასულ წლ მოვლენების წასახალისებლად".

მისი სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთში არსებული დადებითი განწყობა,  რაც აისახება და გავლენას მოახდენს საინვესტიციო კლიმატზე.