192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
2019-01-30 00:08:36

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ მან განაცხადა დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურს  "ალი მედია"-თან ინტერვიუში.

იზორიამ თბილისში მონაწილეობა მიიღო სომხე შეიარაღებული ძალების ფორმირების 27 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდა საქართველოში სომხეთის საელჩოს ორგანიზებით.

"უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. ჩვენ კარგი პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რაც კარგი საფუძველია სამხედრო სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის", - განაცხადა იზორიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები სამხედრო სფეროში განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო წლებში საქართველოში მრავალეროვნულ თვნებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.
იტყვა ეხება "ნობელ პარტნიორი"-ს სწავლება, რომელიც სომხეთმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის აგვისტოში.