192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკ-ს დახმარებას სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი
2019-01-29 22:40:41

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი.

როგორც  გვაცნობეს  სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრეს -სამსახურიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან თანამშრომლობის  გაღრმავებას. მან მაღალი შეფასება მისცა  სომხეთის  დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების  პროცესში ევროკავშირის მიერ გაწეულ  დახმარებას  და აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში.

"დემოკრატია  ჩვენი საზოგადოებისთვის  წარმოადგენს ღირებულებას და არა  გეოპოლიტიკურ ორიენტაცია. ამ კონტექსტში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის  მხარდაჭერას სომხეთში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ", -აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას და მზად არის ხელი შეუწყოს სომხეთის მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას .ევროკომისარი მიესალმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს და ხაზი გაუსვა,  რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე  სომხეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
შეხვედრის მონაწილეებმა  გაცვალეს აზრები სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის გარშემო, შეეხნენ რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისათვის გაწეულ მუშაობას.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.