192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდა
2019-01-30 11:59:04

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში დეტალების დაზუსტება მოხდება

სპუტნიკ საქართველოსინფორმაციით საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება, განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის ეთერში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა კიევსახალი ეკლესიისავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. როგორც დოკუმენტიდან გამომდინარეობს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიით შემოიფარგლება და უცხოეთში ეპისკოპოსების დანიშვნის ან სამრევლოს დაარსების ნებას არ რთავს. ქართული ეკლესია აცხადებს, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს მისი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ჯერ შესწავლის პროცესშია“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ამასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დელეგაციის მიზანს სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.

ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და ალბათ, აზრები ორმხრივად გამოითქმება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ახალი ეკლესიაშეიქმნა კიევში დეკემბრის თვეში, „გამაერთიანებელ კრებაზეორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად, რომლებიც მანამდე უკრაინაში ფუნქციონირებდა. ახალავტოკეფალურ ეკლესიასსათავეშიმიტროპოლიტიეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.