192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა
2019-01-30 12:14:11

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა.

სპუტნიკი საქართველოსინფორმაციით. საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) ადგენს, პოზიციები გაიუმჯობესა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 41- ადგილზე განთავსდა.

კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International- გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სკალაზე ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.

საქართველო რეგიონში ლიდერია

საქართველომ 2018 წელს 58 ქულა მიიღო, რაც ორი ქულით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამით ქვეყანამ საკუთარი პოზიციები ხუთი საფეხურით გაიუმჯობესა და 41- ადგილზე გადავიდა. 2017 წელს საქართველო 46- ადგილზე იყო.

რეიტინგში 41- ადგილი საქართველომ ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან გაიყო. ამასთან, საქართველოს ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 138- ადგილზეა (28 ქულა), სომხეთი – 105- ადგილზე (35 ქულა), აზერბაიჯანი – 152- ადგილზე (25 ქულა), ხოლო თურქეთი – 78- ადგილზე (41 ქულა).

რეიტინგში პირველ ადგილზე დანია გავიდა (88 ქულა), მეორე ადგილზე ახალი ზელანდია (87 ქულა), მესამეზე კი ფინეთი, სინგაპური, შვედეთი და შვეიცარია (85 ქულა).

რეიტინგში ბოლო საფეხურზე სომალი განთავსდა (10 ქულა), ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ ასევე სამხრეთ სუდანსა და სირიას (13 ქულა).

დემოკრატია საფრთხეშია

საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნების 2/3-ზე მეტმა რეიტინგში 50 ქულაზე დაბალი შეფასება მიიღო, ამასთან საშუალო ქულა 43 იყო. 2012 წლიდან საკუთარი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მხოლოდ 20-მა ქვეყანამ, ამასთან მნიშვნელოვნად დაქვეითდა 16 ქვეყანა ავსტრალიის, მალტისა და ჩილეს ჩათვლით.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტი საფრთხის ქვეშაახშირად ავტორიტარული და პოპულისტური ტენდენციების მქონე ლიდერების მხრიდან. ჩვენთვის აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სისტემის გაძლიერება", – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრისია მორეირამ.

მისი სიტყვებით, კორუფცია დემოკრატიას ასუსტებს, რაც წარმოშობს მანკიერ წრეს, რომელშიც კორუფცია არყევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სუსტ დემოკრატიულ ინსტიტუტებს კი, თავის მხრივ, კორუფციაზე კონტროლის ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.