192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსოფლიო პატრიარქი: საქართველო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინულ ეკლესიაზე
2019-01-31 12:29:33

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს

სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გაგებით მოეკიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, რომელიც უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითის გადაწყვეტას არ ჩქარობს, განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდნენ და ოთხშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.

საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რაც დღეს დგას საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში“, - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მან უწოდა ილია მეორეს ბრძენი ადამიანი, რომელსაც ბრძნული გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს.

მიტროპოლიტმა ემანუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ამოცანა მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობის შენარჩუნებაა.

ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური, კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის", - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ.

განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან“, - ბრძანა მეუფე შიომ.

მან აღნიშნა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდის კრების შემდეგ, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

ახალი ეკლესიაშეიქმნა კიევში დეკემბრის თვეში, „გამაერთიანებელ კრებაზეორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად, რომლებიც მანამდე უკრაინაში ფუნქციონირებდა. ახალავტოკეფალურ ეკლესიასსათავეშიმიტროპოლიტიეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.