192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„მადლობა მერიას და საპატრიარქოს“ – სკანდალი ჯვრის მონასტრის ირგვლივ ამოწურულია
2019-01-31 12:33:49

გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას დროებით შეძლებენ.

სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით ჯვრის მონასტერთან გარე ვაჭრობა 31 იანვარს განახლდებადახლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს განათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დაიკეტა. მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საპატრიარქოსთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ მღვდელმსახურებმა მონასტრის ტერიტორია გახსნეს, თუმცა გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლება არ მისცეს.

ჩვენ კმაყოფილები ვართ. შეთანხმების თანახმად, ჩვენ კონკრეტული ადგილიდან 15 მეტრით გადავიწიეთ. კეთილმოწყობის სამსახურმა ტერიტორია დაასუფთავა და მოაწესრიგა. მერიამ დახლები გამოგვიყო. მადლობა მცხეთის მერიას და კონკრეტულად საპატრიარქოს იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ“, – განაცხადა გარემოვაჭრე მევლუდ ღარიბაშვილმა.

შეთანხმება დროებითია. გარემოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე მუშაობას მანამდე შეძლებენ, სანამ მათ არ გამოუყოფენ და მოუწყობენ ახალ ადგილს, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უფრო ცივილიზებული სახე ექნება.

რამდენიმე დღის წინ მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათ შესთავაზეს მონასტრის ტერიტორიიდან 500 მეტრით დაშორებული ადგილი, რომელიც, მათი თქმით, გზიდან არ ჩანს.

მონასტრის წინამძღვარმა ადრე განაცხადა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებენ, რის შემდეგაც მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ.

მცხეთის ჯვრის მონასტერი VI საუკუნის კულტურული ძეგლია. ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.