192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩააბარებენ თუ არა მე-12 კლასელები გამოცდებს: გადაწყვეტილება 15 თებერვლამდე გახდება ცნობილი
2019-01-31 13:21:52

სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით მეთერთმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მეთორმეტე კლასელებს, განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს. მიმდინარე წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასებისთვის, მე-12 კლასში კი შენარჩუნდება. აღნიშნულის შესახებ 28 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით 3 თებერვალს განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან დამატებით იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილება კი 15 თებერვლამდე იქნება მიღებული.

გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც. შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები... პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე", – განაცხადა ჯაშმა.

ამის პარალელურად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ზოგადი უნარების გამოცდის ამოღებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ კერძო მასწავლებლებისთვის მიემართათ, რაც ყველა ოჯახისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ იყო.

განათლების სამინისტროს პოზიციით, მიმდინარე სასწავლო წელს მე-12 კლასის გამოცდები იმიტომ შეინარჩუნეს, რათა დასრულდეს დაწყებული ციკლიგამოცდების ნაწილი მოსწავლეებმა მე-11 კლასში ჩააბარეს.

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანშიმათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორიაგამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორეუცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაშიისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.