192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართველი ძიუდოისტი ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს
2019-02-01 00:18:01

თუშიშვილმა გასულ წელს ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა დააგროვა.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

IJF-ის ფულადი პრიზები 2018 წლის საუკეთესო ძიუდოისტებს გადაეცემა. მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის თითოეული ლიდერი (სპორტსმენები, რომლებმაც გასულ სეზონზე ქულათა უდიდესი რაოდენობა მოიპოვეს) 50 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო თითოეული წონითი კატეგორიის ლიდერი – 10 ათას დოლარს.

მამაკაცთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თუშიშვილს, რომელმაც გასულ წელს 8 102 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლო. ქალთა შორის საუკეთესო გახდა ფრანგი კლარის აგბენენუ (Clarisse Agbegnenou) – 8256 ქულა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმაეროვნული გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) 2018 წელი თავის წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ის IJF-სგან ბონუსის სახით 10 ათას დოლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თავის წონით კატეგორიაში საუკეთესო კიდევ ორი ქართველი გახდა, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. ესენი არიან რობერტ მშვიდობაძე (-60 კგ, რუსეთი) და ნიკოლოზ შერაზადაშვილი (-90 კგ, ესპანეთი).

2018 წელს თუშიშვილი ბაქოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მოიგო ორი გრან-პრი (თბილისსა და ზაგრებში), ასევე ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსის სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.