192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული ენერგეტიკა. ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-01 11:09:29

სომხეთში დღეს სწრაფად ვითარდება ალტერნატიული ენერგეტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ამის შესახებ კელნიში სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხისას.

"ჩვენ ვახორციელებთ პროექტს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გასაგრძელებლად. ეს ოპერაცია ხორციელდება მაგატე-ს ( საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო) კონტროლის ქვეშ. ფაქტ, რომ არსებობს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის გაგრძელების პოტენციალი, ადასტურებენ არა მხოლოდ ჩვენი  სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დღეს, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ექსპლუატაცი  წარმატებით ხორციელდება და ჩვენ გვაქვ პროგრამა, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის ვადის გასაგრძელებლად ", - დასძინა აშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ატომური ენერგეტიკა. სომხეთი ასევე დაინტერესებულია, რომ ჰქონდეს ახალი ატომური ელექტროსადგური.

"ამავდროულად სომხეთში დიდი სიჩქარით ვითარდება ალტერნატიული ენერგეტიკ და ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ზოგადად, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, ჩვენი ენერგეტიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, ეს იქნება ატომური ენერგია, ჰიდროენერგია თუ სითბური ენერგია.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ერთი პროგრამა,  KfW ბანკთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.  მიზნად ვისახავთ სომხეთი ვაქციოთ ენერგეტიკის სატრანზიტო ქვეყნა  და სულ მცირე, რეგიონალური ენერგეტიკული სისტემის სრულფასოვან ნაწილად გავხადოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.