192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საფერავის პირველ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები დააჯილდოეს
2019-02-04 12:33:42

ქართული ღვინის კომპანიებთან ერთად, მედლები უცხოურმა კომპანიებმაც დაიმსახურეს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოეს, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მეწარმეებს გადაეცა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

ღონისძიებას ესწრებოდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა დამსახურებული მეღვინეები დააჯილდოვა. ადგილობრივი მონაწილეებიდანოქრომოიპოვეს შემდეგმა ღვინის კომპანიებმა: ღვინის კომპანია შუმი“, „წინანდლის ვენახები“, „რჩეული ქართული ღვინოები“, „შენგელი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „თბილღვინოდა სხვ. უცხოურ კომპანიებს შორის ოქროს მედალი გადაეცა Kuban-Vino- ღვინოს Reserve Saperavi (2013 წლის ჩამოსხმა). ამ კომპანიის სხვა პროდუქტებმაც მედლები მოიპოვეს. „ოქრომოიპოვა ასევე ავსტრალიურმა კომპანიამ. „ვერცხლიდაბრინჯაომოლდოვის და აშშ-ის მეღვინეებმა დაიმსახურეს.

კონკურსის მთავარი მიზანია - ქართული მეღვინეობის პროდუქციის პოტენციალის დემონსტრირება და მისი მხარდაჭერა მსოფლიო ბაზრებზე.

საფერავი" — საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წითელი ღვინოა, გააჩნია ჰარმონიული გემო და სასიამოვნო ტანინი. ღვინო გამოირჩევა ლალისფერი შეფერილობით. „საფერავს" თითქმის ყველა ქართული მეღვინეობა აწარმოებს.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენად ბევრი დასახელების ღვინოა საქართველოში.