192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რა ჩაითვლება სექსუალურ შევიწროებად საკანონმდებლო ცლილებებით და რამდენი იქნება ჯარიმა
2019-02-04 12:49:58

04 თებერვალი, 2019 წელი, ამბები.გე      სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ნა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან გა­მას­წო­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ერთ თვემ­დე ვა­დით.

ამას­თან, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, ორ­სუ­ლის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის მი­მართ ან არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500-დან 800 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მე­ო­რე­ბა კი, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 800-დან 1000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით, ან გა­მას­წო­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ერთ თვემ­დე ვა­დით, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 10 დღემ­დე ვა­დით.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მზად არის, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქცე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ფრა­ზე­ბის გა­მოთ­ქმა ან მი­მარ­თვა, გე­ნი­ტა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ჩვე­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტყვი­ე­რი, არა­სი­ტყვი­ე­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა ფი­ზი­კუ­რი ქცე­ვა.

გარ­და ამი­სა, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის დე­ფი­ნი­ცია ყა­ლიბ­დე­ბა “შრო­მის კო­დექ­სით“, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს და იწ­ვევს პი­რის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას ან მის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, მტრუ­ლი ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­რე­მოს შექ­მნას.

ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და და მისი ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე, ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და გი­ორ­გი ტუ­ღუ­ში.