192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი 2019 წლის საუკეთესო ბიუჯეტური ტურიზმის ევროპული მიმართულებებიდან პირველ ადგილზეა
2019-02-04 13:56:29

სომხეთი 2019 წელს შემოთავაზებული ბიუჯეტური და მოსახერხებელი ევროპული სამოგზაურო მიმართულებების სიაშია. 7 ქვეყნიდან ერევანი პირველ ადგილზეა. საიტ kiwi-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კავკასია ხდება ტურიზმის ცნობილი მიმართულება.
„სომხეთის დედაქალაქი ერევანი  პლანეტის ყველაზე გრძელ  დასახლებულ პუნკტთაგან ერთ-ერთია. მისი ფართო მოედნები და ქუჩები მოგაგონებთ პარიზს, ხოლო სხვა ადგილებმა შეიძლება რომი ან ბუდაპეშტი გაგახსენოთ.  შეცდომა არ დაუშვათ, გახსოვდეთ, რომ ის მეტად თავისებური ქალაქია“- ნათქვამია სტატიაში.

ქალაქის ცენტრში მრავალი სკვერია, სადაც შეგიძლაით დაისვენოთ, ისე როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს. საკვებისა და სასმელის არჩევანი შეიძლება ბევრ  ევროპულ  ქალაქს შეშურდეს.  მეტად საყურადღბოა სომეხთა გენოციდის მუზეუმ -კომპლექსი, სადაც შეგიძლაით გაეცნოთ ქვეყნის სევდიან წარსულს, ტურისტული მარშრუტი გადის ლურჯ მიზგითზე,  კასკადის ბორცვზე, საიდანაც მთელი ქალაქი მოსჩანს.
ევროპული ბიუჯეტური მიმართულებების სიაშია იტალიის კალაბია, მაკედონიის ოხრიდი, საფრანგეთის სტრასბურგი, ხორვატიის ოსეიკი, გერმანიის ჰამბურგი,  სლოვაკიის ბანსკა  შტიავნიცა.