192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2020-2040 წლეებისათვის სომხეთი ენერგეტიკის განვითარების ახალ სტრატეგიას ამუშავებს
2019-02-05 08:51:06

სომხეთის  ენერგეტიკული ქვესტრუქტურებისა  და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გარეგინ  ბაღრამიანმა მიიღო რეკონსტრუქციისა და განვითარების  ევროპული ბანკის დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებზე დირექტორის მატეო პეტრონის ხელმძღვანელობით.  როგორც გვაცნობეს სამინისტროდან, შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს 2019 წლის სტრატეგიული პროგრამის ძირითადი მიმართულებანი, აღინიშნა, რომ  ბანკი დაინტერესებულია სომხეთში ინვენსტიციური პროგრამებით, რომლის განხორციელებაც  ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.  
როგორც მატეო პეტრონმა თქვა, ბანკი ხელს უწობს ენერგეტიკული სფეროს პროგრამების განვითარებას, როგორც ქვესტრუქტურული, ასევე აღდგენითი ენერგეტიკისა და  ენერგოდაზოგვის სფეროებში. შეხვედრისას სომხეთის მხარემ აღნიშნა, რომ 2020-2040 წლეებისათვის ენერგეტიკის განვითარების სფეროში მუშავდება სტრატეგიული პროგრამა, სადაც შევა  სისტემის განვითრების ყველა მიმართულებანი, ამ მიმართებით შესაძლებელია დაწყებული იქნას ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპი.