192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისის მეტრო ბევრად უფრო კომფორტული ხდება
2019-02-05 11:22:31

თბილისის მერიის გეგმაშია არა მხოლოდ თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობების მოდერნიზება, არამედ მატარებლებს შორის ინტერვალის შემცირებაც.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს დღეიდან კიდევ ორი განახლებული მატარებელი მოემსახურება.

პირველი ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა პირველახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე იმოძრავებს, ხოლო მეორე სამვაგონიანისაბურთალოს ხაზზე. ერთ-ერთი მოდერნიზებული მატარებლის პირველ მგზავრთა შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც გლდანის დეპოდან ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრა.

დასრულდა ორი შემადგენლობის რეაბილიტაცია და დღეს პირველად გადიან ხაზზე. მართლაც ულამაზესია რეაბილიტაციის შემდეგ ვაგონები, რომლებსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, მთლიანად განახლებულია, მოწესრიგებულია, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტროთი მგზავრობა იყოს უფრო კომფორტული", – განაცხადა კალაძემ.

მოდერნიზაციის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა მოძრავი შემადგენლობა, შეცვალეს მემანქანის კაბინის ფორმა, ის მართვის თანამედროვე პულტით აღჭურვეს. ძველი განათება ახლით შეიცვალა, დამონტაჟდა გარე და შიდა დაკვირვების კამერები. მგზავრების მეტი კომფორტისთვის ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური მონიტორები და USB მოწყობილობები მობილური ტელეფონებისთვის.

მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დედაქალაქის მერიის მთავარი პრიორიტეტია.

ეს ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა. შესაბამისად, ამას სჭირდება ის, რომ დაემატოს ახალი შემადგენლობები, რათა შემცირდეს მოცდის დრო, განსაკუთრებით პიკის საათებში", – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს მოცდის დრო 3 წუთია, ამოცანა კი არის, რომ ეს დრო 2,5 წუთამდე შემცირდეს.

უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ 2018-2021 წლებში მეტროს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა, რაც მოცდის დროს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.