192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მძღოლები ვალდებული იქნებიან, საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ
2019-02-05 11:36:19

დაზღვევის გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებებისაქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება, მისი ამოქმედება კი 2019 წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ცვლილების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით მზღვეველი ვალდებულებას იღებს, აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და, მეორე მხრივ, დაზარალებულისთვისამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით დადგენილია დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები. გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75–110 ლარი;

) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ-, ხოლო დასაჯდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8- არ აღემატება – 100–150 ლარი;

) ავტობუსისათვის, რომლის დასაჯდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8- აღემატება – 160-240 ლარი;

) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ- აღემატება – 210-310 ლარი;

) მისაბმელისათვის – 50-75 ლარი;

) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60-90 ლარი;

კანონით ასევე განსაზღვრული იქნება ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის დაეკისრება მძღოლს. შესაბამისი ცვლილებებიადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.

კერძოდ, მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლოსამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.

ავტობუსის (რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8- აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ათას კგ-) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი 200-ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება.

ამასთან, მძღოლს, ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელი იქნება მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

ინიციატივის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება.