192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რა იდეას ატარებს თბილისში გახსნილი ბედნიერების მონუმენტი
2019-02-05 16:05:41

05 თებერვალი 2019 წელი, ambebi.ge  

პირ­ველ თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტი გა­იხ­სნა. ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოყ­ვა: ნა­წილ­მა ის ან­ტიქ­რის­ტეს თვალს შე­ა­და­რა, ზო­გი­ერ­თმა და­წე­რა, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ძეგლის ად­გი­ლი არ არის, ბევ­რი კი პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდა სი­ახ­ლეს.

ძეგლის გახ­სნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის" და­ფუძ­ნე­ბას და­ამ­თხვი­ეს. აკა­დე­მია 9 ქვეყ­ნის "ბედ­ნი­ერ თა­ნა­მო­აზ­რე­თა" მიერ სიმ­ბო­ლუ­რად და­ფუძნ­და და მას 52 ხელ­მომ­წე­რი ჰყავს. რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, „ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის“ მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნი უფრო ბედ­ნი­ე­რი გა­ხა­დოს და ამით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნუ­მენტს, სკულპ­ტუ­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია "ბედ­ნი­ე­რე­ბა", წარ­მო­ად­გენს ბედ­ნი­ე­რე­ბის, რო­გორც ცნე­ბის გან­ზო­გა­დო­ე­ბას, რის­თვი­საც ქან­და­კე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის აღმნიშ­ვნე­ლი 5 ოლიმ­პი­უ­რი ფერი, სკულპ­ტუ­რის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბელ კომ­პო­ზი­ცი­ურ დო­მი­ნანტს კაშ­კა­შა მზის სიმ­ბო­ლო წარ­მო­ად­გენს, რო­გორც დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის და ბედ­ნი­ე­რე­ბის უშ­რე­ტი წყა­რო..