192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
Freedom House. სომხეთმა მოულოდნელი პროგრესი დააფიქსირა
2019-02-05 15:00:40

Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების შესახებ, სადაც შეეხო სომხეთსაც.  ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების  დირექტორმა მარკ ბერტმა თავისი კომენტარი გააკეთა რადიოსადგურისათვის "ამერიკის ხმ".

ანგარიშში განხილულია გასულ წლს სომხეთში მომხდარი მოვლენები. Freedom House- ის მონაცემებით, სომხეთმა  რიგ სხვა ქვეყნებთან ერთად  2018 წლს დააფიქსირა მოულოდნელი პროგრესი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების  დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს სომხეთში მომხდარი მოვლენების შიდა პოლიტიკურ ხასიათს.

"ის რაც მოხდა, მთლიანად იყო სომხეთის შიდა განვითარებები. ეს იყო მოულოდნელი და არანაირად არ იყო პროვოცირებული. მათ თავი აარიდეს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებ", - აღნიშნავს ორგანიზაცია Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების  დირექტორმარკ ბერი.

ორგანიზაციის კლასიფიკაციით, სომხეთი კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია, გასულ წელს დემოკრატიზაციისადმი დადებითი ტენდენციის დარეგისტრირებით. რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთთან ერთად საქართველოსაც აქვს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი. Freedom House- ი მიხედვით,  რეგიონის სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი, ისევე როგორც რუსეთი, კლასიფიცირებულია როგორც არათავისუფალი ქვეყნები.

 

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.