192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
7 ფაქტი, რომელიც არ იცით ერევნის შესახებ: გერმანიის მთავრობის საიტი შეეხო ამ თემას
2019-02-06 09:40:15

სომხეთის რესპუბლიკის  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გერმანიაში ჩატარებული ვიზიტის შემდეგ გერმანიის მთავრობის საიტზე  გამოქვეყნდა სტატია სათაურით „7 რამ, რაც არ იცით სომხეთის შესახებ“.

თუ რა არის ის რაც უნდა ვიცოდეთ სომხეთის შესახებ, წარმოგიდგენთ  ქვემოთ:

„ღვინის  ყველაზე ძველი ქარხანა მსოფლიოში მდებარეობს სომხეთში და მას 6 000 წლის ისტორია გააჩნია. ქარხანაში გამოყენებული ყურძნის ჯიში Pinot Noir-ის წინაპრად ითვლება.
ამავე სოფელში იქნა ნაპოვნი ყველაზე ძველი ტყავის ფეხსაცმელი. ის 5,500  წლისაა და ძალიან კარგად არის დაცული.
სომხეთის ტერიტორია უთანაბრდება ბრანდერბურგის ტერიტორიას, ხოლო მოსახლეობა იმდენია, რაც შლეზვიგ  ჰოლშტაინში - 2,9 მილიონი.
სომხეთის დედაქალაქი ერევანი 29 წლით უფროსია რომზე. ის მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს  მიეკუთვნება. რადგანაც შენობები აშენებულია ვარდისფერი ტუფისაგან, მას  „ვარდისფერ  ქალაქსაც “ უწოდებენ.
კავკასიაში ყველაზე დიდი ტბა მდებარეობს სომხეთში და სევანი ჰქვია. სომხური ლავაში შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ჭადრაკი 2011 წლიდან  შესულია სასკოლო სასწავლო პროგრამაში, ამიტომაც  შემთხვევითი არ არის, რომ ის პირველი ქვყანაა მსოფლიოში სადაც ერთ სულზე მოდის ყველაზე  მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში“.